საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ქიმიის დეპარტამენტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტმა აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებს ქიმიის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების და საერთოდ  სტემ განათლების პოპულარიზაციის მიზნით  ესაუბრა ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული  პროფესორი მაია ვანიძე, ხოლო მოწვეულმა პედაგოგებმა მაია ხარაძემ და ნონა აბაშიძემ აჩვენეს სახალისო ცდები. სასკოლო კვლევების ფარგლებში დოქტორმა მერი ხახუტაიშვილმა მოსწავლეების ჩართულობით ჩაატარა სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული წყლის ნიმუშების ანალიზი. აგრეთვე მოსწავლეები ეწვივნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ქრომატოგრაფიულ ცენტრს, სადაც პროფესორი ალეკო კალანდია სტუმრებს ესაუბრა ცენტრში მიმდინარე კვლევებზე, ხოლო დოქტორმა მაია ხარაძემ გააცნო რეფრაქტომეტრის მუშაობის პრიციპები და ჩაატარა რამოდენიმე ნიმუშის კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა