საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა ინდოეთის საელჩოს საკონსულოს მდივანთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ინდოეთის საელჩოს (სომხეთი) საკონსულოს მდივანი ადიტია კუმარ პანდე ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მერაბ დიასამიძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში უცხოელი სტუდენტების ცხოვრების პირობები და დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის სერვისები განიხილეს.  ვიზიტის ფარგლებში, ადიტია კუმარ პანდე დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და მათ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, კონსულმა საუბრისას აღნიშნა, რომ  საქართველოში მალე ინდოეთის საელჩო გაიხსნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა