საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტების კომპლექსურ სასწავლო-საველე პრაქტიკა

სურათი

2-9 ივლისს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები  კომპლექსურ სასწავლო-საველე პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ. ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ველზე უშუალო დაკვირვების გზით გაეცნენ საქართველოს ხმელეთისა და წყლის  ბუნებრივ და ხელოვნურ ეკოსისტემებს; მინაწილეობა მიიღეს ბუნებრივი ეკოსისტემების იდენტიფიკაციაში, მათ აგებულებასა და სტრუქტურაზე მოქმედი ხელოვნური და ბუნებრივი ფაქტორების გავლენის შედეგების ანალიზში.

ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები  სასწავლო-საველე პრაქტიკაზე გაეცნენ მცენარეულობის ზონალური გავრცელების თავისებურებებს, მცენარეულობისა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას. მათ ასევე შეისწავლეს ცალკეული თანასაზოგადოებების სახეობრივ შემადგენლობა, სტრუქტურა და ბუნებრივი განახლების თავისებურებები,  დაეუფლენ აღწერის ანკეტის გამოყენებით ფიტოცენოზების დიაგნოსტიკის, შეგროვილი მასალის კამერალური დამუშავების უნარ–ჩვევებს.

სტუდენტები გაეცნენ ენდემურ და რელიქტურ, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, ველზე მუშაობის პროცესში მოხდა საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება და GPS ნავიგატორით ობიექტების კოორდინატების დაფიქსირება შემდგომი დარუკების უნარჩვევების შეძენის მიზნით.

კომპლექსური სასწავლო-საველე პრაქტიკა მოიცავდა შემდეგ მარშრუტს: ბათუმი, ქობულეთი (ისპანის ჭაობი), ფოთი (პალიასტომის ტბა, მდ. ფიჩორა), ენგურჰესი, მესტია (თეთნულდი, ჰაწვალი), უშგული (მაღალიმთის ეკოსისტემები, შხარა), ლენტეხი (შერეული ტყეები), ცაგერი (ფართოფოთლოვანი ტყეები), წყალტუბო (თეთრა მღვიმე), მარტვილი (მარტვილისა და ბალდის  კანიონები, კირქვიანების ეკოსისტემები), ქუთაისი (სათაფლიას დაცული ტერიტორია),  ბაღდათი (აჯამეთის აღკვეთილი), საირმე (ზეკარის უღელტეხილი), აბასთუმანი, ახალციხე (ქსეროფიტული ეკოსისტემები), ბორჯომი (ბორჯომ-ხარაგაულის რელიქტური ტყეები), ბათუმი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა