საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს ემერიტუს პროფესორის აკაკი ბერიძის წიგნის „ღვთაებრივი ხელოვნება“ პრეზენტაცია

სურათი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში ღვაწლმოსილი ექიმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსის ბატონ აკაკი ბერიძის მორიგი წიგნის ,,ღვთაებრივი ხელოვნება‘’ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგინებას სამედიცინო საზოგადოების და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წიგნში ავტორი მოგვითხრობს ქირურგიის, როგორც დარგის განვითარებაზე აჭარაში, მუცლის ღრუს სხვადასხვა მწვავე ქირურგიული დაავადებების, მუცლის ღრუსა და გულმკერდის ღრუს ორგანოების ღია და დახურული დაზიანებების დროს საკუთარი გამოცდილებით მიღებული ოპერაციული ტაქტიკის შესახებ. გაანალიზებული და მოწოდებული აქვს ოპერაციული მკურნალობის მრავალი მაგალითი. გამოგონებები და პატენტები ავტორის კომენტარებით.

წიგნში შეხვდებით აჭარაში ტრადიციული ხალხური მკურნალობის მეთოდების შესახებ ცნობებს. ბოლო თავში მოცემულია ცნობილი ადამიანების წერილები.

წიგნის რედაქტორები არიან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ მახარაძე და ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის,  ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე.

ვულოცავთ ბატონ აკაკის და ვუსურვებთ ხანგრძლივ საზოგადოებრივ და შემოქმედებით საქმიანობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა