ისტორია
ტურიზმის ფაკულტეტი შეიქმნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №112 დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №01 გადაწყვეტილებით - ,,რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს გამოეყოს ტურიზმის პროგრამული მიმართულება (,,ტურიზმის“ საბაკალავრო და ,,ტურიზმის მენეჯმენტის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები) და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ტურიზმის ფაკულტეტი“.
მისია
ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და განათლების პოპულარიზაცია.
ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ სათანადო თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რაც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე.
ტურიზმის ფაკულტეტი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს კონკურსის წესით არჩეეული 3 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი, 7 ასისტენტ პროფესორი და 1 ასისტენტი. მოწვეული არიან მოწინავე პროფესორები, პროფესიონალი პრაქტიკოსები და უცხოელი სპეციალისტები.
ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი:
სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის ფაკულტეტზე მოქმედებს „ტურისტული სააგენტო UNItour“-ი.
ფაკულტეტის პარტნიორი ორგანიზაციები:
- International Institute of Hospitality /მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი (გერმანია)
- SES (Senior Experten Service) ექსპერტთა სამსახური (გერმანია)
- GIZ - საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (გერმანია)
- CIM - საერთაშორისო მიგრაციის ფონდი (გერმანია)
- GLEN - ASA გლობალური განათლების საერთაშორისო ქსელი (გერმანია)
- USN სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტი
- აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
- GEONET EXPO
- სასტუმრო -Sheraton Batumi
- სასტუმრო Hilton Batumi
- სასტუმრო - Le Méridien Batumi
- სასტუმრო -Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection
- Turkish Airlines
- TAV Georgia
ჩვენი წარმატების საფუძველს წარმოადგენს: სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, საქმიან წრეებთან ურთიერთობა, სწავლების პროცესში მოწინავე პროფესორების, პროფესიონალი პრაქტიკოსების და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობა, რაც პრაქტიკის მოთხოვნებთან სასწავლო პროგრამების მუდმივი შეთანაწყობის საშუალებას გვაძლევს.
ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ უკეთესები!
უკან |