საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტრატეგიული განვითარების გეგმა

მისია
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე
საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) და უმაღლესი პროფესიული განათლების/დიპლომირებული სპეციალისტის სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერების მიმართულებით.

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ფაკულტეტის დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე;

მიზნები და ამოცანები
1. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
2. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების - მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;
ბ) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე პირების - ბაკალავრებისა და დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა) სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის მართვისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებით პროფესიული უმაღლესი განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა;
გ) სხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

ფაკულტეტის მისია მდგომარეობს იმაშიც, რომ სტუდენტების აკადემიური დონის მაქსიმალურ ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პარალელურად ხელი შეუწყოს სტუდენტური კონტინგენტის სოციალიზაციის გაღრმავებას.

ფაკულტეტი სტუდენტებს მოუწოდებს ”სწავლისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში”. ამ მიზნის განსახორციელებლად ყოველგვარი პირობები შეექმნებათ იმათ, ვინც მოინდომებს აკადემიური კარიერის გაგრძელებას. შესაბამისი სამსახური ჩვენს კურსდამთავრებულებს დაეხმარება შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნაშიც. ადმინისტრაცია ყველაფერს გააკე
თებს მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი კადრების შესანარჩუნებლად, განავითარებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, წაახალისებს სტუდენტურ ინიციატივას, ორგანიზებას გაუკეთებს კულტურულ თუ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ღირებულებები
ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ამიტომ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ სწავლისა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მეცნიერული კვლევა-ძიების ინტენსიფიკაციას და ახალგაზრდობის სოციალიზაციის გაღრმავებას.

  ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა (სრული)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა