საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

V საერთაშორისო სკოლა სემინარი „ბიომედიცინის აქტუალური საკითხები“

სურათი

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’გაიხსნა. 10 ქართველი და უცხოელი პროფესორი ოთხი დღის განმავლობაში ჩაატარებს ლექციებს, მასტერ-კლასებსა და ლაბორატორიულ მეცადინეობებს დარგის აქტუალურ საკითხებზე. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის 60-მდე სტუდენტი, დოქტორანტი და რეზიდენტი გაეცნობა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ბიოსუფრთხოებას, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობას ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობას ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის და ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობას  ბიომედიცინაში.

სწავლების მიზანია მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება, მსმენელთა გაცნობიერება  ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა, სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური  კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირება. 

V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა