საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

უნივერსიტეტში ქირურგთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ქირურგთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთველის დარბაზში. ერთდღიან სამეცნიერო სესიაზე ქირურგებმა დარგის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები შეაჯამეს. სხვადასხვა წამყვანი კლინიკებისა და საავადმყოფოების ექიმებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაციის გამოცდილება“, „ღვიძლის ჰემაგიომების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება“, „პანკრეატო - დუედონალური რეზექციები და მისი ვარიანტები“ და „ღვიძლის ქირურგიული ანატომია“. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და საქართველოს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა