საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გარემოსდაცვითი განათლების დღე

სურათი

15 აპრილს ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო ლომთათიძისა და ასისტენტ პროფესორის გუგული დუმბაძის ორგანიზებით ჩატარდა გარემოსდაცვითი განათლების დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიური,  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ინფორმაცია გარემოსდაცვითი განათლების როლის, ამოცანებისა და მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებს მიაწოდა ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ. ირაკლი ჩავლეიშვილმა და ნატო ზოიძემ სტუდენტებს გააცნეს ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით. აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების და ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა  გურანდა ბაგრატიონმა სტუდენტებს მოახსენა იმ პროექტების შესახებ, რომელიც ხორციელდება აღნიშნული  სამმართველოს ბაზაზე. ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა გუგული დუმბაძემ სტუდენტებს გააცნო  ნარჩენების მართვის სახეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. შპს „ბათუმის წყლის“ ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკის შესახებ სტუდენტებს ესაუბრა აღნიშნული სამსახურის უფროსი მარიკა გვიანიძე. გაიმართა დისკუსია.  მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტთა შეკითხვებს. 

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის მხარდაჭერით, მოაწყვეს შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა