საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

22 აპრილი-დედამიწის დღე

სურათი

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინიციატივით დაგეგმილ გამწვანების აქციაში. სტუდენტებმა, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში  ფიჭვისა და ცაცხვის 150 ნერგი დარგეს. აქცია ასისტენტ პროფესორ გუგული დუმბაძისა და ასოცორებული პროფესორ ნანი გვარიშვილის ორგანიზებით ჩატარდა და მასში სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტთან არსებულ ეკოკლუბში ჩართული სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება - დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება  ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის  გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი დეკანის, პროფესორ მარინა ქორიძისა და  ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ბარათაშვილის მხარდაჭერით, 2006 წლიდან  აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა