საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ჩემო ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო!

სურათი

მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას - სრულიად საქართველოს, ჩემს სათაყვანებელ კუთხეს, ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მთელ კოლექტივს, სტუდენტ-ახალგაზრდობას, კურსდამთავრებულებს, ყველას, ვისაც უსწავლია, უღვაწია და თავისი წვლილი შეუტანია ჩვენი უნივერსიტეტის წინსვლასა და განვითარებაში.

2018 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, საუკეთესო ცვლილებების, სიხარულის, წარმატებების, სურვილების ასრულების, მშვიდობის, სიძლიერის, სიმტკიცისა და სტაბილურობის მომტანი, ახალი გამოწვევების, კრეატიული იდეების შექმნისა და განხორციელების, პერსპექტივებისა და კარიერული წინსვლის წელი.

თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას, ჩვენს სტუდენტობას  შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულითა და ერთგულებით თავისი ღირსეული წვლილი შეეტანოს ქვეყნისა და ჩვენი უნივერსიტეტის წინსვლაში.

ახალ, 2018 წელს თქვენი გული აევსოს სითბოთი და სიყვარულით. თქვენს ოჯახებში შემოეტანოს მშვიდობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა და სიხარული!

უფლის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!
გილოცავთ!

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი  მარინა ქორიძე
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა