„სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“
27 ოქტომბერი 2022 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_18006_1_s.jpg)
„სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“
„სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“
„სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“
25-27 ოქტომბერს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue-ის ფარგლებში თბილისში ჩატარდა არქეოლოგიური ვორქშოპი თემაზე: „სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“. სემინარში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე. ტრენინგი ბრანდენბურგის მუზეუმისა და ძეგლთა დაცვის დირექტორმა პროფესორმა ფრანც შოპერმა ჩაატარა. ვორქშოპის მუშაობას ესწრებოდნენ გერმანიის სომხეთის, მოლდავეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
სრულად