,,მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“
16 დეკემბერი 2014 წელი

,,მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (GRDF-Global), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის ,,დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ,,კვლევითი გრანტების პროგრამის“ კონკურსში პროექტმა ,,მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“ გაიმარჯვა. პროექტი აშშ-ის დამოუკიდებელი ექსპერტების, დონორი ორგანიზაციების (აშშ თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტო - US DTRA) წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაფინანსდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მკვლევრები კვლევას საბაზო ორგანიზაციის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებენ.
სრულად