30 მარტი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორმა მარინე აროშიძემ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში მდებარე უნივერსიტეტში - ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში 26-30 მარტს ლექციები წაიკითხა. ერაზმუს+-ის პროგრამის ფარგლებში ენობრივ ცენტრში მიწვეულ I-II კურსის სტუდენტებს ისეთ აქტუალურ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: ენა - კულტურა - ადამიანი; კულტურათაშორისი კომუნიკაციის თავისებურებანი; ენობრივი და კულტურული კოდი სხვადასხვა ტიპის დისკურსში; ტექსტური ინფორმაციის შრეები და ფონური ინფორმაციის მნიშვნელობა; თარგმანი როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის სახეობა და საქართველო კულტურათა დიალოგში. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის.