სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
დეპარტამენტის ამოცანაა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა, ბოლონიის პროცესში უნივერსიტეტის სრულფასოვანი ჩაბმის ხელისშეწყობა და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა.
დეპარტამენტის ძირითად უფლებამოსილებას წარმოადგენს კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებთან. ასევე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების (საგრანტო პროექტების) შესახებ ინფორმაციის მიღება-გავრცელება და მათში უნივერსიტეტის ჩართვაზე ზრუნვა და შესაბამისი პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის უნივერსიტეტის პერსონალისთვის საკონსულტაციო მომსახურება. დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ინფორმაციის გავრცელება, ასევე საპროტოკოლო სამსახურის უზრუნველყოფა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და დიპლომატიური უწყებების დელეგაციების მიღების ორგანიზება, თანამშრობლობის განვითარება ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უცხოელ სტუდენტთა მომსახურება, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა და საკონსულტაციო მომსახურება საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტის უფლებამოსილებაა ასევე უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების სათანადოდ განხორციელების კოორდინაცია, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობების რეკლამირებაზე ზრუნვა და სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის პროფესიული ზრდისადა მხარდაჭერის პროგრამების ხელშეწყობა-განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერების ლექციების ჩატარების მიზნით მოწვევის ორგანიზება და ა.შ.) ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც სამსახურის დებულებით არის განსაზღვრული.