ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა და აკადემიურ პირთა მობილობებს მუგლას, კაფკას, იზმირის დემოკრატიის, ათათურქის, ჩუქუროვას, ბინგოლის, აიდინ ადნან მენდერესის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის, ქარამანოღლუს, ნევშეჰირ ჰაჯი ბექტაშ ველის და თოკატ გაზიოსმანპასას უნივერსიტეტებში (თურქეთი).
მობილობა განხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრებში.
სტუდენტთათვის:
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი - 4 თვე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 2,5;
-
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3;
-
უნდა ფლობდეს ინგლისურ/თურქულ ენას - მინიმუმ B1 დონე;
-
კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ყველა უნივერსიტეტში;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
წარსადგენი დოკუმენტები:
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ცნობა უცხო ენის დონის შესახებ (ინგლისურ/თურქულ ენაზე);
-
შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმა
კონკურში გასულ სტუდენტებს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას
აკადემიური პირებისთვის:
მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 (ორი) კვირა - მაქსიმუმ 3 (სამი) თვე;
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
წარსადგენი დოკუმენტები:
-
CV (ინგლისურ) ენაზე;
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე)
-
შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმა
კონკურში გასულ აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას აკადემიური წოდების მიხედვით
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: ird@bsu.edu.ge.
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო დღე: 2020 წლის 5 მარტი 18:00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!
პროგრამის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მიბმული ფაილები თითოეული უნივერსიტეტისათვის.
კაფკას უნივერსიტეტი - დანართი
ათათურქის უნივერსიტეტი აიდინ ადნან მენდერესის უნივერსიტეტი ბინგოლის უნივერსიტეტი იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტი მუგლას უნივერსიტეტი ნევშეჰირ ჰაჯი ბექტაშ ველის უნივერსიტეტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი ტოკატ გაზიოსმანპასას უნივერსიტეტი ჩუქუროვას უნივერსიტეტი Mevlana-Presantation