რა არის Erasmus + International Credit Mobility (ICM)?
საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - არის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
გაცვლითი პროგრამები ხორციელდება ბსუ -სა და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
- ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს - 3 დან 12 თვემდე;
- ბსუ-ს აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, ბსუ-ს მოწვეულ მასწავლებელს/ სპეციალისტს, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა - 5 დღიდან 2 თვემდე;
მობილობის მიმართულებები, რაოდენობები და პერიოდი დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;
ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;
მობილობის ფარგლებში გრანტი სრულად ფარავს სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 750-900 ევრომდე (ევროპული ქვეყნის სიძვირის მიხედვით).
სად მოვიძიოთ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე?
კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს მთავარ/დეპარტამენტის ვებ გვერდზე სიახლეების ველში;
სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის Facebook-გვერდზე.
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისათვის:
- საბუთების მიღება/ შეფასება
- სტუდენტების ტესტირება უცხოურ ენებში
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
- ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.
მობილობისთვის საჭირო საბუთები:
მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ, როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:
- პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტიდან
- (ქართულ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება, შეთანხმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან;
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
კონკურსის ეტაპები აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
მობილობისათვის საჭირო საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |