7 მაისი 2019 წელი
ყაზახეთის იურიდიულ უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B2 დონისა;
-
მაღალი აკადემიური მოსწრება.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ქართულ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მაისი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).