10 მაისი 2019 წელი
ევროპის დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებთან ერთად აღინიშნა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრაზე ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ბსუ-სა და სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანატოლებს გამოცდილება გაუზიარეს. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროპაში განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია გაუწიეს და გაცვლითი პროგრამები გააცნეს.