სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერასმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული კრეტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბსუ-ს ერაზმუს+ის კოოდინატორმა ნანა ყურშუბაძემ და წამყვანმა სპეციალისტმა ნუნუ ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს 21-25 მაისს კრეტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (საბერძნეთი) ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ეგიდით გამართულ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის თანამშრომლებს, უცხოელ კოლეგებს და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება და სასწავლო-სამეცნიერო პროექტები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.

საერთაშორისო კვირეულში 45 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა