ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზალცბურგის უნივერსიტეტის (ავსტრია) პოლიტიკური მეცნიერებებისა და სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი, ფრანს კოკი ეწვია. პროგრამის წარმომადგენელი ბსუ-ს ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კოორდინატორს, ნანა ყურშუბაძეს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ირაკლი გორგილაძეს, ასისტენტ პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილს, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტებსა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ფრანს კოკმა ახალგაზრდებს ზალცბურგის უნივერსიტეტის საბაკალავრო და ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო. შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ერაზმუს+-ის პროექტის ფარგლებში ევროპის სხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით.