ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ მონაწილეობა მიიღო 14-18 მაისს, ბოლონიის უნივერისტეტში გამართულ პერსონალის ტრენინგების კვირეულში თემაზე: „გავხდეთ გლობალურნი“ (Make It Global). ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ინტერნაციონალიზაციის მონიტორინგის, შეფასების, ხარისხის ამაღლების და მომავალი შესაძლებლობების საკითხები. კვირეულის მოწვეულმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს სტრატეგიული განვითარების გეგმები საერთაშორისო განათლების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
კვირეულში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ალბანეთი, ისრაელი, სერბეთი, იორდანია, ეთიოპია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა, მოლდოვა, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. მოხსენებებით გამოვიდნენ ევროკავშირის საპროგრამო და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იტალიიდან (ბოლონიის უნივერსიტეტი), გერმანიიდან (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი), ფინეთიდან (ჰელსინკის უნივერსიტეტი).