სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ტრენინგის კვირეული ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერისტეტში გაიმართა

სურათი

6-12 მაისს ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერისტეტმა უმასპინძლა პერსონალის ტრენინგის კვირეულს ერაზმუს+-ის მობილობის ფარგლებში. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, ჰოლანდია, ისრაელი, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, კენია, ყაზახეთი, სომხეთი. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ.  ღონისძიების ფარგლებში თამარ სირაძე შეხვდა მიკოლას რომერის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ინგა ზალენიენესს და ჩაეყარა მომავალი სასწავლო წლისთვის ორმაგი დიპლომის პროექტის განხორციელებას ორ უნივერსიტეტს შორის სამართლისმცოდნეობის და ეკონომიკის მიმართულებით.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის მიღწევებს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

მოწვეულმა უნივერსიტეტებმა კვირეულში წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტების ხედვები და გეგმები საერთაშორისო განათლების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა