27 სექტემბერს 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში საქართველოს ერაზმუს+-ის ოფისი ატარებს საინფორმაციო სემინარს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ. ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს მესამე/მეოთხე სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და მეხუთე/მეექვსე სასწავლო წლის ერთსაფეხურიანი პროგრამის (მედიცინა) სტუდენტები, რომელთაც სურვილი აქვთ მომდევნო საფეხურზე სწავლა განაგრძონ ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.