ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ზაარლანდისა (მიმართულება: ქიმია, ფარმაცია, ბიოლოგია) და შჩეცინის უნივერსიტეტებში (მიმართულება: ყველა თანმხვედრი მიმართულება).
მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 12 თვე
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
მონაწილე უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს.
საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!
კონკურსის ეტაპები:
2018 წლის 30 ოქტომბერი -01 ნოემბერი - უცხო ენაში ტესტირების მსურველთა განცხადების მიღება კანცელარიის წესით (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით)
2018 წლის 02 ნოემბერი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)
ტესტირების დადებითად ჩაბარების შემთხვევაში:
2018 წლის 05-06 ნოემბერი (18:00 საათამდე) - საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულებზე http://registration.bsu.ge და წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში.
2018 წლის 07-09 ნოემბერი - სტუდენტთა გასაუბრება კომისიის წევრებთან.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!
წარსადგენი საბუთები დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
-
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
შენიშვნა:
-
დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2018 წლის 07 ნოემბრისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ არის სავალდებულო!
-
ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის დამატებით უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული ცნობა, თუკი სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ მე-6 სემესტრში სწავლის დასრულებას და სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე აუცილებლად გიწევთ სემესტრის დამატება.
სტიპენდია:
-
ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას, თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
-
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ გვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 22 ოქტომბრიდან 02 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35) ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge