სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო. საქართველოს 80 მოქალაქე დაფინანსდება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
-
ბაკალავრიატი - 25,
-
მაგისტრატურა - 25,
-
დოქტორანტურა - 20,
-
ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5,
-
სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;
-
ბიოლოგია/ფსიქოლოგია;
-
აგრარული მეცნიერებანი;
-
ინჟინერია და ტექნოლოგიები;
-
სოციალური მეცნიერებანი;
-
ჯანდაცვა;
-
სპორტის მეცნიერებანი;
-
ხელოვნება.
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: http://iec.gov.ge/4312
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე, ასევე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2019-2020 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme