უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბაკალავრო საგანმანათლებლო შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის: თურქეთისმცოდნეობა, თურქული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია.
მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრებში.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.
მობილობის რაოდენობა: 4 სტუდენტი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, თურქული) არანაკლებ B2 დონისა.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და მგზავრობას, საერთო საცხოვრებელს.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 12 დეკემბერი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).