სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი ბსუ-ს პერსონალისთვის

ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის (სწავლების/ტრენინგის) 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცხადდება დამატებითი კონკურსი ესპანეთში ალკალას უნივერსიტეტში მობილობისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან, შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.

მობილობის ხანგრძლივობა -  5 სამუშაო დღე. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019  წლის  28 იანვარი, 18:00 საათი.

მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : erasmus@bsu.edu.ge

საბუთები

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა