
13 დეკემბერს საბერძნეთში, თესალონიკის უნივერსიტეტში საშობაო გამოფენა გაიმართა, რომელშიც საქართველოს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თინათინ დუმბაძე. გამოფენაზე ბსუ-ს სტენდმა ბევრ სტუდენტსა და სხვა დაინტერესებულ პირს უმასპინძლა. თინათინ დუმბაძე თესალონისკის უნივერსიტეტში 2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამით იმყოფება.
უკან |