სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური მობილობები ევროპულ უნივერსიტეტებში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ევროპულ უნივერსიტეტებში (იხილეთ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანართი და სასწავლო ხელშეკრულების ნიმუში).

მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო  ელს.

მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 6 თვე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
    • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
    • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი.
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!

კონკურსის ეტაპები:

        I ეტაპი:

  • 2019 წლის 24 - 29 იანვარი - უცხო ენაში ტესტირების მსურველთა   განცხადების ჩაბარება ბსუ-ს კანცელარიაში (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით);

განცხადებაში აუცილებლად მიუთითეთ, რომელ  უცხო ენაში გაივლით ტესტირებას (B1/ B2),  ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი!!!

  • 2019 წლის 30 იანვარი   - ტესტირება ინგლისურ /გერმანულ /ფრანგულ ენებში (B2 დონე  - აუცილებელია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);

            (ბსუ- ს საგამოცდო ცენტრში, მის.: ფიროსმანის ქ., #12)  

II ეტაპი:  

ტესტირების დადებითად ჩაბარების შემთხვევაში

  • 2019 წლის 31 იანვრიდან 11 თებერვლამდე (18:00 საათამდე) -  ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე: http://registration.bsu.ge  და ასევე საბუთების ორიგინალების წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში
  • 2019 წლის 12 ბერვალი   - სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა და შეფასება;

      III ეტაპი:

  • 2019 წლის 13 თებერვალი  - სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

 არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა: დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2019 წლის 12 თებერვლისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

სტიპენდია:

  • ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას,  თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ  გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 24 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35)  ან  მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

  სასწავლო ხელშეკრულება
  პარტნიორი უნივერსიტეტების სია სტუდენტებისთვის

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა