2018-2019 სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ საგრანტო პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ზალცბურგის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
კონკურსში მონაწილეობის პირობები :
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთების ორიგინალები ბსუ-ს კანცელარიაში:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა
-
აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge