სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

2019-2020 სასწავლო წლისთვის გამოცხადდა მევლანას გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისათვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა მობილობებს მუგლასა და ქარამანოღლუს უნივერსიტეტებში (თურქეთი).

მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრში.

მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი - 4 თვე   ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
    • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
    • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის აკადემიური მოსწრების  საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 2,5;
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის აკადემიური მოსწრების  საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ/თურქულ ენას - მინიმუმ B1 დონე;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს  ორივე უნივერსიტეტში;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  2. ცნობა უცხო ენის დონის შესახებ (ინგლისურ/თურქულ ენაზე);
  3. შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმა (იხ. დანართი1 მუგლას უნივერსიტეტისათვის და  დანართი2  ქარამანოღლუს უნივერსიტეტისათვის).

კონკურში გასულ სტუდენტებს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას 1200 თურქული ლირის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: ird@bsu.edu.ge.

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო დღე: 2019 წლის 5 მარტი 18:00 საათი.

 არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

დამატებითი ინფორმაციისათვის  იხილეთ მიბმული ფაილები თითოეული უნივერსიტეტისათვის.

  მუგლას უნივერსიტეტი
  ქარამანოღლუს უნივერსიტეტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა