სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

2019-2020 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა მევლანას გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაფინანსებულ აკადემიური პერსონალისათვის  მობილობებს მუგლასა და ქარამანოღლუს უნივერსიტეტებში (თურქეთი).

მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრში.

მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 (ორი) კვირა -  მაქსიმუმ 3 (სამი) თვე;

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. CV (ინგლისურ) ენაზე;
  2. მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე)
  3. შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმა ( იხ. დანართი1)

კონკურში გასულ აკადემიურ პერსონალს  თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას აკადემიური წოდების მიხედვით:

  • პროფესორი - 1500 თურქული ლირა;
  • ასისტენტ პროფესორი - 1500 თურქული ლირა;
  • ასოცირებული პროფესორი  1500 თურქული ლირა;
  • სხვა - 1200 თურქული ლირა;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: ird@bsu.edu.ge.

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო დღე: 2019 წლის 5 მარტი 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის  იხილეთ მიბმული ფაილები თითოეული უნივერსიტეტისათვის.

  მუგლას უნივერსიტეტი
  ქარამანოღლუს უნივერსიტეტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა