სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი ვროცლავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასისტენტ პროფესორი ირაკლი კორძაია და ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბახტაძე ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2018 წლის 3-7 სექტემბერს იმყოფებოდნენ ვროცლავის ფიზიკური აღზრდის  უნივერსიტეტში. ისინი შეხვდენენ ტურიზმისა და რეკრეაციის ფაკულტეტის ადმინისტრაციას და პროფესორებს, გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურას და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

ასოც. პროფესორმა ეკა ბახტაძემ ვროცლავთან ახლოს, ოლეჟნიკაში მდებარე უნივერსიტეტის საზაფხულო სატრეინინგო ბანაკში მყოფ სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი“, რომლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის განვითარების ტენდენციებს საქართველოში, ადგილის ბრენდინგის საკითხებს და ტურისტული პროდუქტების პრომოუშენის ინსტრუმენტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა