ცხადდება კონკურსი ბსუ-ს ტენოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსის ეტაპები:
- 2019 წლის 01- 13 მარტი, 18:00 საათი - ონლაინ რეგისტრაციის გავლა ლინკზე და დოკუმენტაციის წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში;
- 2019 წლის 15 მარტი - გამოცდა ინგლისურ ენაში B1 დონე;
- 2019 წლის 18 მარტი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან;
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მოხდება ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ინფორმაცია პროგრამაზის შესახებ იხილეთ დანართი 1 და 2.
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
სწავლის ხანგრძლივობა:
- 1 სემესტრი - 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის/ გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს:
- თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
- საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები არ ფინანსდება
დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდე ბმულზე
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge


უკან |