სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

Coimbra Group- ის სტიპენდიები ევროპის სამეზობლოს ახალგაზრდა მკვლევართათვის

Coimbra Group- ის უნივერსიტეტები სთავაზობს მოკლევადიან ვიზიტებს ახალგაზრდა მკვლევარებს ევროპის სამეზობლოში არსებული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებიდან. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მიზანია მკვლევარების ხელშეწყობა კვლევების ჩატარებისა და მასპინძელ უნივერსიტეტთან აკადემიური და კვლევითი კონტაქტების დამყარების მიზნით.

 სტიპენდია ვრცელდება მოკლევადიანი კვლევების განხორციელების მიზნით კოიმბრას ჯგუფის შემდეგ ევროპულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში:

• ეოტვოს ლორადის უნივერსიტეტი ბუდაპეშტი (უნგრეთი)

• გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი) •

გრაცის კარლ ფრანცის უნივერსიტეტი (ავსტრია)

• ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია)

• ალექსანდრუ იოან კუზას იაშის უნივერსიტეტის  (რუმინეთი)

• ლუვენის უნივერსიტეტი (ბელგია)

• პადოვას უნივერსიტეტი (იტალია)

• პუატიეს უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

• სალამანკას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 მარტი. განაცხადი კეთდება ელექტრონულად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის გაკეთებისას საჭიროა მიმღები უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილის წარდგენაც.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.coimbra-group.eu/scholarships/european-neighbourhood


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა