ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის (სწავლების) 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცხადდება დამატებითი კონკურსი პოლონეთში, კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან, შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.
მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 აპრილამდე 18:00 საათი.
მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : erasmus@bsu.edu.ge
საბუთები
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge