21 მარტი 2019 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_11996_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალი“ გაცნობითი ხასიათის თამაში გაიმართა. ვიქტორინაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 27 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი თვეში ორჯერ გაიმართება და სემესტრის ბოლოს გამარჯვებულ სამ საუკეთესო გუნდს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა. „ბსუ-ს ინტელექტუალი“ უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.