1-5 აპრილს ერაზმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, ნორმანდიის რუანის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე. შეხვედრები შედგა რუანის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ანა დანდევილთან, პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერებთან, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსთან ფილიპ მუგეროსთან, სადოქტორო სკოლის, დისტანციური სწავლების, ევროპისა და საერთაშორისო კვლევების პროგრამებისა და კვლევების დადასტურების ხელმძღვანელებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტთა საერთაშორისო პრაქტიკა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.