ცხადდება კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები:
-
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის ელ. ბმულზე
-
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ.
განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 31 მაისამდე.
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით პროგრამის გაიდლაინს
ვაკანტური ადგილები აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოდან წარმოდგენილ 5 უსდ-ზე არის შემდეგი:
ადმინისტრაციული პერსონალი : 1
აკადემიური პერსონალი: ვაკანტური ადგილი არ არის, თუმცა შესაძლოა ხელშეკრულების ცვლილება, თუ ვერ მოხდება ადგილების შევსება.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
-
პასპორტის ასლი
-
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
-
CV-ს ევროპასის ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
-
ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
-
სამუშაო გეგმის მონახაზი/მობილობის ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ Guidline-ის ბმულზე)
-
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (ოქტომბერი, 2019 - ივნისი, 2020)
სტიპენდია მოიცავს:
დღიურ 160 ევროს;
ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა გაიღონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge;