სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს „ერაზმუს+-ის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სურათი

„ერაზმუს+-ის“ გაცვლითი პროგრამის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფარგლებში რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) რექტორი, პროფესორი ხრისტო ბელოევი, ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი სტოიანკა სმრიკაროვა და პროფესორი ანგელ სმრიკაროვი ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან და აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში ბულგარელმა პროფესორებმა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე: „განათლების ინოვაციური ტექნოლოგიები - განათლების ვირტუალური გარემო“. პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ჩატარდა პრეზენტაციები    უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა