სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში ევროპის დღე გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში III საერთაშორისო კვირეულის ეგიდით, ევროპის დღე გაიმართა. ევროპის დღე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გახსნეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. ევროპის დღის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში საკუთარი ქვეყნები წარმოაჩინეს ბსუ-ში გაცვლითი პროგრამის მონაწილე  სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა საფრანგეთის რენე 1-ის უნივერსიტეტიდან, პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგოური უნივერსიტეტიდან, პოლონეთის კვიძინის უნივერსიტეტიდან, პოლონეთის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლიდან და ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტიდან.

გამოფენაში ასევე ჩართული იყვნენ ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ბსუ-ს სტუდენტები, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენლები და ბსუ-ს გოგონოთა ფოლკლორული ანსამბლი „თირინი“.

ევროპის დღე ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა