ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10-11 აპრილს, ევროკავშირის დონორი პროგრამების (Erasmus+, Horizon2020, MSCA) ფარგლებში გამართულ საქართველო–ირლანდიის საკონტაქტო სემინარში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ. ორდღიანი სემინარის მიზანი იყო ქართული და ირლანდიური უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი საგრანტო წინადადებების შემუშავება და კონკრეტული პროექტების ფარგლებში კონსორციუმების ფორმირების შესაძლებლობათა განხილვა.