16 ივლისი 2020 წელი
შვეიცარიის კონფედერაციაში ქ. ნოშატელის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლა HEG - Haute école de gestion Arc ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ფრანგულენოვან პროგრამებზე სტიპენდიას, შემდეგი სპეციალობებით:
-
ბიზნეს ეკონომიკა
-
ბიზნეს ინფორმატიკა
-
ბიზნესის სამართალი
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
ფრანგული ენის ცოდნა B1 დონეზე
-
გასაუბრება (ფრანგულ ენაზე)
გრანტი მოიცავს:
-
სტიპენდია 750 CHF
-
ჯანმრთელობის დაზღვევა;
-
ინტენსიური ფრანგული ენის კურსები (1 თვიანი);
-
უფასო ტრანსპორტი;
-
სპორტულ კლუბებში დასწრების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი მისამართი და დანართი : https://www.he-arc.ch/
დანართი