სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამა ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლაში

სურათი

გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვროცლავში ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლაში სწავლის მიზნით  (პოლონეთი). განაცხადების მიღება იწარმოებს  2019  წლის 15 ნოემბრამდე ელექტრონულად.

შესარჩევი პროცესის ეტაპები სტუდენტებისთვის:

  • დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში ვროცლავში ფიზიკური აღრზდის საუნივერსიტეტო სკოლის  მისამართზე: http://erasmus.awf.wroc.pl/login
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება ფიზიკური აღრზდის საუნივერსიტეტო სკოლის მიერ

სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით წესებს: დანართი 1.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://awf.wroc.pl/erasmus/incoming-student/how-to-apply

სასწავლო კურსები იხილეთ აქhttps://awf.wroc.pl/erasmus/courses 

უცხო ენა: ინგლისური ენა -  B2 დონე (ერაზმუს+ გამოცდის გავლის საფუძველზე)

ნომინაციის წერილი: გაიცემა ბსუ-ს მიერ წარმოადგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე  (ბსუ-ს კანცელარიაში ან სტუდენტური პორტალის მეშვეობით)

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია: შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა