ცხადდება კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+-ის ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 15 ნოემბრამდე ელექტრონულად.
შესარჩევი პროცესის ეტაპები სტუდენტებისავის:
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის შემდეგ მისამართზე
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ.
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ლინკს
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ დანართში (N1).
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 სემესტრი (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
- თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის შემდეგ მისამართზე
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ
ააპლიკაციის პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით პროგრამის გაიდლაინს - Guideline (დანართი 1).
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
სტიპენდია მოიცავს:
- დღიურ 160 ევროს;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით: http://erasmus@bsu.edu.ge ან ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.bsu.edu.ge
დანართი 1