ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღეს 30-31 ოქტომბერს, თბილისში გამართულ ერაზმუს+ -ის საკონტაქტო სემინარში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის კონტაქტების დამყარებას. სემინარის მუშაობაში ჩართული იყო საქართველოს 44 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ევროპის 11 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტი.