ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის დაემატა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+-ის ICM პროგრამის სტიპენდია ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) მობილობის განსახორციელებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 11 ნოემბერს დამატებით წარმოადგინეთ მოტივაციის წერილი და შევსებული სასწავლო ხელშეკრულება აღნიშნული უნივერსიტეტისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.uni-salzburg.at
კურსები იხილეთ: https://online.uni-salzburg.at/plus_online/webnav.ini