28 ნოემბერი 2020 წელი
ცხადდება დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის პოლონეთში, კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აკადემიური მობილობის განსახორციელებლად. მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
-
მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან
-
შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 10 დეკემბერი 18:00 საათი.
მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge