ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და სოციალურ მეცნირებათა (ფსიქოლოგია და სამართალმცოდნეობა) ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
უცხო ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B2 დონისა.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 13 დეკემბერი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).
დანართი